ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს საელჩო ისრაელში მცხოვრებ ქართველებს აფრთხილებს: ვრცელდება მუქარა თელ ავივის მიმართულებაზე

საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ მოქალაქეებს კვლავ სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ვრცელდება მუქარა თელავივის (შესაბამისად, გარშემო ქალაქების) მიმართულებაზე.

“საქართველოს მოქალაქეებს კვლავ მოგიწოდებთ, დაიცავით უსაფრთხოების ზომები. მიმდინარე სამიზნე აშკელონი, აშდოთი, შდეროთი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაა. ვრცელდება მუქარა თელ ავივის (შესაბამისად, გარშემო ქალაქების) მიმართულებაზე”,- წერის განცხადებაში.

ისრაელსა და პალესტინას შორის დაძაბულობა ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამწვავდა და ორშაბათს, 10 მაისს, როცა ღაზას სექტორის ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა, პიკს მიაღწია. შეტაკებები ამ დრომდე გრძელდება, გარდაცვლილია ათობით და დაშავებულია ასობით ადამიანი. როგორც ისრაელის მხარე იუწყება, გარდაცვლილთა შორის არიან ჰამასის სამხედრო დაზვერვის უსაფრთხოების დეპარტამენტის ლიდერი და მისი მოადგილე.

იტვირთბა....