მთავარი მსოფლიო საზოგადოება

როგორ დასდევდა პუტინი ვირთხებს – 10 უცნობი ფაქტი მისი ბიოგრაფიიდან

წარმოგიდგენთ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბიოგრაფიიდან 10 არცთუ ისე ცნობილ ფაქტს, რომელიც The Fiscal Times-ში გამოქვეყნდა.

10,  პუტინი 62 წლის ასაკში დაშორდა თავის მეუღლეს, ლუდმილას. ისინი 1983 წელს დაქორწინდნენ. როდესაც წყვილმა 2014 წელს განაცხადა დაშორების შესახებ, პუტინმა განმარტა, რომ ისინი ფაქტობრივად წლების განმავლობაში ვერ ნახულობდნენ ერთმანეთს.

9,  პუტინს ჰყავს ორი ქალიშვლი, კატერინა (1985) და მარია (1986), ორივე იშვიათად ხვდება საჯარო ყურადღების ქვეშ. გავრცელებული ინფორმაციით, მათ დაამთავრეს  გერმანული სკოლა და პეტერბურგის უნივერსიტეტი. მარია ბიოლოგიის სპეციალისტია, კატერინა-აღმოსავლური ხელოვნების. მათი ოფიციალური საოჯახო ფოტო არასდროს გამოქვეყნებულა. პუტინის პირადი ცხოვრება თითქმის უცნობია რუსეთისთვის. „საშუალო რუსს ესმის, რომ მისი ლიდერის პირადი ცხოვრება საიდუმლოა“ – ამბობს ერთ-ერთი ჟურნალისტი.

8, პუტინის მმართველობის პერიოდში უამრავი ჟურნალისტი მტანჯველი სიკვდილით დაიღუპა რუსეთში. „გარდიანის“ ჟურნალისტი წერდა, რომ თუ რუსეთში თავისუფალი სიტყვის გავრცელებას მოინდომებ, აუცილებლად მოკვდები.

7, პუტინი 1952 წლის 7 ოქტომბერს დაიბადა სანკტ-ბეტერბურგში, (ზუსტი ინფორმაცია ცნობილი არაა) პუტინი თავის თავზე წერდა – „ჩვეულებრივი ოჯახიდან მოვდივარ. ვცხოვრობდი, როგორც საშუალო, სტანდარტული მოქალაქე“. პუტინის დედა, მარია, ქარხნის მუშაკი იყო, ხოლო მამა, ვლადიმერი, მეორე მსოფლიო ომში მატარებლის მძღოლად მუშაობდა, სადაც დაიჭრა. პუტინის უმცროსი ძმა ადრეულ ასაკში გარდაიცვალა.

6, ლენინგრადის ბლოკადის დროს, რომელმაც კინაღამ შეიწირა პუტინის დედა, ოჯახი იძულებული გახდა საცხოვრებლად უვარგის შენობაში გადასულიყო. პუტინი საათობით დასდევდა ვირთხებს. ოჯახი ცხოვრობდა სახლში, სადაც არ იყო სველი წერტილები და იყო წარმოუდგენელი სივიწროვე, უწყლობა და სიცივე.

5, 1930 წელს პუტინის მამა გაიწვიეს საბჭოთა კავშირის საზღვაო სამხედრო დაწესებულებაში, სადაც წყალქვეშა ფლოტილიაში მსახურობდა, გერმანელების წინააღმდეგ. პუტინი ყვებოდა, რომ მამამისი გერმანელების ბატალიონის გასანადგურებლად იყო დანიშნული. პუტინის მამა ერთ-ერთი საბრძოლო მოქმედებისას ბომბზე აფეთქდა.

4, „მათ არანაირი შანსი არ ჰქონდათ გადარჩენილიყვნენ“ – ყვება პუტინი მამაზე და მის ბატალიონზე, „მაგრამ მამაჩემმა და რამდენიმე ჯარისკაცმა მოახერხეს გამოღწევა. შემდეგ მათ დაედევნენ“. პუტინი ყვებოდა, რომ მამამისი ჭაობში ჩახტა და ბამბუკის ღეროს საშუალებით სუნთქავდა, მანამ სანამ დადევნებული ძაღლები უკან არ დაბრუნდნენ. 28 ჯარისკაციდან მხოლოდ ოთხი გადარჩა. პუტინის მამას  დამბლა დაეცა.

3, პუტინზე დიდი გავლენა მოხადინა ბაბუამ მამის მხრიდან, სპირიდონ ივანოვიჩ პუტინმა, გამოცდილმა მზარეულმა, რომელიც ლენინთან და სტალინთან მუშაობდა. ჟურნალისტები შემდეგ წერდნენ, რომ ბაბუის დამსახურებაა პუტინი რომ ასე სწორად იკვებება. ბაბუისგან მას ესმოდა მაღალი პოლიტიკური პირების ხასიათის და თვისებების შესახებ, სწორედ ამიტომ არის ის ასეთი დაბალანსებული – ამბობენ მავანნი. გავრცელებული ინფორმაციით, პუტინის ბაბუა იმ დროს დაიღუპა, როცა ეს უკანასკნელი 13 წლის იყო.

2, როგორც პუტინის თანამედროვენი, მასწავლებლები და კლასელები იხსენებენ, რუსეთის პრეზიდენტი ერთ-ერთი დაუმორჩილებელი მოსწავლე იყო. ის ასევე ცუდი სტუდენტის სტატუსით სარგებლობდა, რომელიც მის პანკურ და დაუმორჩილებელ ხასიათში გამოიხატებოდა.

1, მან 12 წლის ასაკში დაიწყო სიარული ძიუდოზე, კარატესა და სამბოზე. სპორტის ამ სახეობებმა ბევრი თვისება შესძინა მის ხასიათს.

იტვირთბა....