ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კელი დეგნანი: მოვუწოდებ ოპოზიციას, შევიდეს პარლამენტში

აშშ-ს ელჩმა, კენი დეგნანმა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდა.

“ბატონი მელიას ციხიდან გათავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია 19 აპრილის შეთანხმების შესრულების თვალსაზრისით. ეს საკითხი სწორედ ამ შეთანხმების ბირთვი იყო. მოვუწოდებ ყველა პარტიასა და დეპუტატს, შევიდნენ პარლამენტში და გულმოდგინე მუშაობით დაასრულონ ამ შეთანხმების შესრულება. მოხარული ვართ, რომ გრძელდება დისკუსია საარჩევნო რეფორმაზე, რაც, ასევე, შეთანხმების ნაწილი. ეს უზრუნველყოფს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდეს სრული ნდობის პირობებში. 19 აპრილის შეთანხმების ასევე ცენტრალური კომპონენტი იყო სასამართლო რეფორმა. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ნდობით სარგებლობდეს. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ ოპოზიციას, შევიდნენ პარლამენტში და გააგრძელონ მსჯელობა საარჩევნო და მართლმსაჯულების სისტემებზე”, – განაცხადა კელი დეგნანმა [ფორმულად თარგმანი].

როგორც ცნობილია პარლამენტში უკვე შევიდნენ ოპოზიციური პარტიები. შესვლაზე უარს აცხადებს ნაციონალური მოძრაობა, თუმცა, ამ დროისთვის შესვლის საკითხი პარტიაში განიხილება და მათი ნაწილი მომხრეა.

 

იტვირთბა....