aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ამირან გამყრელიძე მიმართავს მოქალაქეებს, რომლებიც ვაქცინის მეორე აცრაზე დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ვაქცინაციის პროცესი თანდათან უფრო ინტენსიური ხდება და მოსახლეობა უფრო მეტ დამყოლობას იჩენს. სამწუხაროდ, გუშინ იმუნიზაციის პორტალზე სერიოზული ტექნიკური ხარვეზი იყო, რის გამოც მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძე ვიდეო მიმართვის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ მოქალაქეები რეგისტრირდებოდნენ სინოფარმის მეორე აცრაზე და ასტრაზენეკათი აცრის მსურველები, რომლებსაც ეს შესაძლებლობა ასაკობრივი ზღვრის დაწევის შედეგად მიეცათ.

ტექნიკური ხარვეზი ნაწილობრივ გამოსწორდა დილისთვის, თუმცა ახლაც, ჩემი ინფორმაციით, გარკვეული ხარვეზები არსებობს. ჩვენი IT-სამსახური ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს, რათა დაჯავშნის პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს. მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ არავის შეექმნება სირთულე მეორე დოზით აცრასთან დაკავშირებით, რამეთუ თითოეული მათგანისთვის აცრის მეორე დოზა დაჯავშნილია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

იტვირთბა....