“საგამოძიებო კომისია ქართულმა ოცნებამ შექმნა როგორც ფიქცია, რომლის ამოცანა იყო უკანონო არჩევნების უკაცრავად და „გაპრავება”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მას ფიქციაში მონაწილეობის მიღება არ სურს.
„ამას ადასტურებს ამ კომისიის შემადგენლობა, ისიც, რომ კომისიას პრაქტიკულად არ უმუშავია და სხდომა არ გაუმართავს იმ უმწვავესი თვეების განმავლობაში, როცა მთელი საზოგადოება კამათობდა, გაყალბდა თუ არა არჩევნები. ერთადერთი ვისაც ეს არ აინტერესებდა, იყო კომისია, ამიტომ ამ ფიქციაში მონაწილეობას მე პირადად არ ვაპირებ, ალბათ არ დააპირებენ კოლეგებიც, მაგრამ მექნება მათთან კონსულტაცია და მთავარი სიტყვა ეკუთვნით სწორედ პარლამენტში წარმოდგენილ პარტიებს“, – განაცხადა ბაქრაძემ.
დავით ბაქრაძე პარლამენტში მუშაობას გააგრძელებს, როგორც უპარტიო, უფრაქციო, რიგითი, დამოუკიდებელი პარლამენტარი. ამის შესახებ განცხადება დეპუტატმა დღეს გააკეთა.