ახალი ამბები ბიზნესი მთავარი

მასკმა განაცხადა, რომ ტესლა აღარ მიიღებს ბიტკოინს, კრიპტოვალუტა 10%-ით გაუფასურდა

ამერიკული ავტოსამშენებლო და ენერგოკომპანიის დამფუძნებელმა, Elon Musk-მა განაცხადა, რომ კლიმატის ცვლილების გამო ბიტკოინებით ავტომობილის შესყიდვა შეჩერებულია. ამის შესახებ ინფორმაცია BBC-მ გაავრცელა.

მასკის ამ განცხადების მერე კი კრიპტოვალუტა 10 პროცენტით გაუფასურდა. ასევე, დაეცა ტესლას აქციებიც.

“კრიპტოვალუტა კარგი იდეაა და დარწმუნებული ვართ, მომავალიც ექნება, მაგრამ ეს გარემოს ძვირი არ უნდა დაუჯდეს”, – განაცხადა მასკმა საკუთარი ტვიტერით.

მან ასევე აღნიშნა, რომ ტესლა, როგორც მანქანათმწარმოებელი, კრიპტოვალუტას აღარ გაყიდის.

იტვირთბა....