მოქალაქეეები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე ვერ რეგისტრირდებიან და აღშოთებულები არიან, ქართული ოცნების დეპუტატი, ლადო კახაძე მეტრონომთან საუბრისას პასუხობს. როგორც კახაძემ აღნიშნა ტექნიკური მხარე უახლოეს პერიოდში იქნება აღმოფხვრილი და საზოგადოება ვაქცინაზე დარეგისტირებას შეძლებს.
“ბატონმა ამირანმა აღმასრულებელ ხელისუფლებას შესთავაზა, რომ იმის რესურსი, რომელიც არის და გეგმიურ შემოსვლაზეა გათვლილი, მოთხოვნა-მიწოდება დაბალანსდეს. ეს კი უახლოეს პერიოდში დარეგულირდება. ცოტა ხანში უნდა მოხდეს ადმინისტრირების გაუმჯობესება. აცრის პუნქტები ემატება, პერსონალი მზად არის და ჩაწერის ტექნიკური ნაწილის გასწორება ცოტა ხანში მოხდება.
პრეტენზიები, რა თქმა უნდა, იქნება და ამას პოლიტიკური სარჩული აქვს, არ მინდა პოლიტიკაში ავურიო ეს საქმე. ძალიან კარგად მოიმართა მოსახლეობა და ყველა ეს მოთხოვნა, სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი იქნება. რეგისტრაციის გაზრდის პირობებში, ტექნიკური ნაწილის გაუმჯობესებაც მოხდება. როგორც გააჟღერეს, მაისის ბოლოსკენ, ივნისის დასაწყისში უნდა იყოს ეს შეთავაზებული, შეიძლება უფრო ადრეც. კონკრეტული ციფრი დასახელებული არ იყო, მაგრამ უახლოესი დრო ახსენეს. დღეს არსებული რესურსი უკვე გადანაწილებულია”, – თქვა კახაძემ მეტრონომთან.
ჯანდაცვის სამინისტროს ონლაინპლატფორმა booking.moh.gov.ge ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე დარეგისტრირება შეუძლებელია. 12 მაისს, 20:00 საათზე, უნდა დაწყებულიყო სინოფარმის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია.