ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ბლინკენი ისრაელში მიმდინარე მოვლენებზე: აუცილებელია, დასრულდეს სარაკეტო შეტევები

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აუცილებელია, დასრულდეს იერუსალიმში მიმდინარე სარაკეტო შეტაკებები.

“ვესაუბრე პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს იერუსალიმში, დასავლეთ სანაპიროსა და ღაზაში მიმდინარე მოვლენებზე. სამძიმარი გამოვთქვი დაღუპულთა გამო და ხაზი გავუსვი, მიმდინარე დაძაბულობის შეწყვეტის აუცილებლობას”, – განაცხადა ბლინკენმა.

გარდა ამისა, ბლინკენმა აღნიშნა, რომ ისრაელისა და პალესტინის მცხოვრებლები თანაბრად იმსახურებენ თავისუფლებას, ღირსებას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.

ისრაელ-პალესტინას შორის სარაკეტო დაპირისპირება ორშაბათს, 10 მაისს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

 

იტვირთბა....