ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რურუა: დროა, ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღოს

მთავარი არხის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი რურუა მიიჩნევს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ამის შესახებ რურუა ფეისბუქზე წერს. მისივე თქმით, დეპუტატების პარლამენტში შესვლა მნიშვნელოვანია, რადგან მისაღებია საკანონმდებლო ცვლილებები.

“ჩემი აზრით,მნიშვნელოვანია პარლამენტის მუშაობაში ჩაერთოს ყველა დეპუტატი, მისაღებია უმნიშვნელოვანესი ცვლილელები, მათ შორის საკონსტიტუციო, რასაც სრულყოფილი წარმომადგენლობა ჭირდება პარლამენტში.

დრო ახლა ცვლილებების საწინააღმდეგოდ მუშაობს. დროა ენმ-მა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღოს”, – წერს გიორგი რურუა.

ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ პარტიაში ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. მელია ადასტურებს იმასაც, რომ ამ თემაზე გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში 27 აპრილს შევიდა. მიშელის დოკუმენტის შინაარსი მიუღებელი აღმოჩნდა ენმ-სთვის. პარტიიდან წინადადებას მხოლოდ სალომე სამადაშვილი დათანხმდა, შემდეგ კი ენმ ფაქტობრივად დატოვა.

წინადადებაში წერია, რომ “შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს”.

2 საქმე გიორგი რურუას და ნიკა მელიას საქმეებს მოიაზრებდა. რურუა პრეზიდენტმა შეიწყალა, მელია კი ციხიდან ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა.

იტვირთბა....