დღეს პარლამენტში თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს მინისტრის საათის ფორმატში მოუსმენენ.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი დეპუტატებს განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ანგარიშს ჩააბარებს. მოსმენას დაესწრებიან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც.
მოსმენაზე დეპუტატებს საშუალება ექნებათ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვები დასვან.