საქართველოს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში დღეიდან სასწავლო პროცესი განახლდა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მოსწავლეებმა 2020-2021 წლების სასწავლო სემესტრი საკლასო ოთახებში დაასრულონ.
მოსწავლეთა მშობლებს, ასევე რისკ-ჯგუფებში მყოფ მასწავლებლებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ სწავლების დისტანციური ფორმა.