ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

NCDC ვაქცინაციის საიტის შეფერხებაზე განცხადებას ავრცელებს

დაავადება კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი ანა კასრაძე სოციალურ ქსელში განმარტავს, კორონავირუსის ვაქცინაზე დასარეგისტრირებელ ვებსაიტზე შეფერხების მიზეზს.

„დროებითი ტექნიკური შეფერხებაა რეგისტრაციის ვებგვერდზე, რომელზეც მუშაობენ და მალე გასწორდება. არავინ დარჩება მისთვის განკუთვნილი მეორე დოზის გარეშე, შესაბამისად სანერვიულო არაფერია”, – წერს ანა კასრაძე.

ჯანდაცვის სამინისტროს ონლაინპლატფორმა booking.moh.gov.ge ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე დარეგისტრირება შეუძლებელია. 12 მაისს, 20:00 საათზე, უნდა დაწყებულიყო სინოფარმის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია.

იტვირთბა....