სინოფარმის მეორე დოზით ასაცრელად რეგისტრაცია დაიწყო. სამედიცინო დაწესებულებას მოქალაქეები სურვილისამებრ აირჩევენ. დოზებს შორის ინტერვალი 21-28 დღეა.
12 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით ჯავშნის რეგისტრაცია ხელმისაწვდომი იქნება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც გეგმავენ სინოფარმის ვაქცინის მეორე დოზით აცრის ვიზიტის დაჯავშნას პირველი აცრიდან 21-ე დღეს.
იმ მოქალაქეებს რომლებსაც სურთ ვაქცინის მეორე დოზით აცრის თარიღი დაჯავშნონ პირველი დოზით აცრიდან 22-ე – 28-ე დღის ინტერვალში, ჯავშნის რეგისტრაცია ხელმისაწვდომი იქნება 20 მაისის 20:00 საათიდან.
აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვით პლატფორმას booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.