“18:00 სთ-დან შესაძლებელია დაიწყოს სარაკეტო შეტევა ისრაელის ცენტრის მიმართულებით. აშკელონი; აშდოთი; ბეერ-შევა; შდეროთის გარდა, საფრთხის ქვეშაა იავნე, გადერა, ხოლონი, ბათ იამი, რიშონ ლეციონი, თელ ავივი, ბნეი ბრაკი, გივატაიმი, რამათ განი, რამათ ავივი, ლოდი, რამლე, ჰერცელია, კფარ შმარიაჰუ”, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელში საქართველო საელჩო ავრცელებს.
საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს:
“გთხოვთ, დაბრუნდეთ საცხოვრებელ ადგილებში. თავი შეიკავეთ თია სივრცეში ყოფნისგან; განგაშის დროს შედით თავშესაფარში ან საცხოვრებელი შენობის კიბის უჯრედში. გაუფრთხილდით თავს”, – წერია განცხადებაში.
მას შემდეგ, რაც სამშაბათს ღამით ჰამასმა ქალაქებს, თელ-ავივსა და ბერ-შევას ცეცხლი გაუხსნა, ისრაელის მხარემ საპასუხოდ, ოთხშაბათს, გამთენიისას ღაზას მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვა. ისრაელის მხრიდან შეტევას ღაზაში დაღუპულები, მძიმედ დაშავებულები და დანგრეული შენობები მოჰყვა.
ღაზას მიერ გაშვებული რაკეტების შედეგად ქალაქ ლოდში, სადაც ებრაულ-არაბული მოსახლეობა ცხოვრობს, ორი ადამიანი გარდაიცვალა.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათმა საბრძოლო თვითმფრინავებმა ჰამასის დაზვერვის ძირითადი ფიგურები, ჰამასის სამხედრო დაზვერვის უსაფრთხოების დეპარტამენტის ლიდერი, ჰასამ კაოგი და მისი მოადგილე ვაილ ისა მოკლა.
ისრაელსა და ღაზას შორის, 2014 წლის ღაზას ომის შემდეგ ეს არის ყველაზე მძიმე შეტაკება და შსაძლოა, სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდეს.
ისრაელსა და პალესტინაში არსებულ ტეროტრისტულ დაჯგუფება ჰამას შორის დძაბულობა ორშაბათს მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰამასმა ისრაელზე სარაკეტო შეტევა განახორციელა. სიტუაცია მას შემდეგ მწავვე და დაძაბულია, ორივე მხარეს ჰყავს გადარცვლილები და მძიმედ დაშავებულები. ამ დროის ინფორმაციით, ორ მხარეს შორის დაპირისპირება გრძელდება.