ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩხაიძე: ქვეყანაში, სინოვაკის ვაქცინა შესაძლოა, დაშვებული იყოს ჯანმოს ავტორიაზაციამდე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩინურ ვაქცინა სინოვაკს, ამ ეტაპზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიღებული არ აქვს, საქართველომ შეიძლება ეს ვაქცინა მიიღოს. ამის შესახებ ჩხაიძემ TV პირველის ეთერში განაცხადა.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ველოდებით ჯანმოს ავტორიზაციას უახლოეს დღეებში, იმის გათვალისწინებით, რომ ამ ვაქცინამ უკვე მიიღო სტრატეგიულ მრჩეველეთა ჯგუფის დადებითი შეფასება, რაც არის ყოველთვის საფუძველი იმისა, რომ ჯანმომ ავტორიზაცია უნდა მისცეს ამ ვაქცინას, შესაძელებელია, ეს პროცესი დროში გახანგრძლივდეს და მოგვიწიოს ამ ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით ჩვენი კანონდებლობის გამოყენება.

იმუნიზაციის საბჭოზე მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ გაითვალისწინონ ყველა ის ფაქტი, რაც ამ ვაქცინის გარშემო არსებობს და შესაძლებელია, გარკვეული ცვლილება შევიდეს დღევანდელ მოთხოვნებში. ასევე სინოვაკის ვაქცინა ქვეყანაში იყოს დაშვებული ჯანმოს ავტორიაზაციამდე”, – თქვა ჩხაიძემ.

ცნობისათვის, სინოვაკის 100 000 დოზა, რომელიც ჩინეთმა საქართველოს აჩუქა, თბილისში 29 აპრილს ჩამოვიდა.

იტვირთბა....