საწვავის ფასის რეკორდულ ზრდას ექსპერტები ლარის გაუფასურებით ხსნიან. მათი განმარტებით ეროვნული ვალუტის კურსი და გასაყიდად შემოტანილი პროდუქტები ერთმანეთს ჯაჭვური რეაქციით ებმიან, რის გამოც ქვეყანაში არა მხოლოდ ნავთობი, არამედ ყველა პროდუქტი გაძვირდა.
სპეციალისტების გამოთვლით, წინა წელთან შედარებით, საწვავის ფასი 2.5-ჯერ გაიზარდა. ფასის დასტაბილურების მოლოდინი კი ჯერ მათ არ აქვთ, ქვეყანაში შექმნილი მოცემულობიდან გამომდინარე.
ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ საწვავის ფასის მატება ავტომატურად გამოიწვევს სხვა პროდუქტებზე ფასის მატებას:
“გრძელვადიანი პერსპექტივისთვის სწორი სტრატეგიაა იგივე მწვანე ტრანსპორტის მაქსიმალური ჩანაცვლება, მათ შორის მუნიციპალურ დონეზეც კი, რაც გამოიწვევს იმას, რომ ნაკლები მოთხოვნა იქნება საწვავთან მიმართებაში. დაბალი მოთხოვნის პირობებში, მიმწოდებლებს მოუწევთ ფასის გადახედვა”, – ამის შესახებ ეკონიმიკის ექსპერტმა, რამაზ გერლიანმა ფორმულას განუცხადა.