ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთმა სირია დაბომბა – 200 ადამიანი დაიღუპა (ვიდეო)

რუსეთმა  ახალი საჰაერო დარტყმები  განახორციელა სირიაში. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

Amnesty International-ის ცნობით, დაღუპულია 200-ზე მეტი მოქალაქე. საერთაშორისო ორგანიზაცია რუსეთის მიერ სირიაში განხორციელებულ დაბომბებს სამხედრო დანაშაულად აფასებს.

„რუსეთის სირიაში საჰაერო დარტყმებს  ასობით მოქალაქე ემსხვერპლა, დაინგრა საცხოვრებელი სახლები, მეჩეთები და სამედიცინო პუნქტები. ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა.” – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსეთი ძირითად დარტყმებს სირიაში ISIS-ის ნაცვლად დასახლებულ პუნქტებზე ახორციელებს.

იტვირთბა....