ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ნიკა მელიას სარჩელი ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა მელიას სარჩელი ხელისუფლების წინააღმდეგ მიიღო. დეტალებზე სასაუბროდ Metronome.ge მელიას ადვოკატს, გიორგი კონდახიშვილს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, დარღვეულია მე-18 მუხლი და ნიკა მელია პოლიტიკურად იდევნება.

“ნიკას დაკავებიდან 2 დღეში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადავაგზავნეთ სარჩელი, სადაც აპელირება გვქონდა უკანონო დაკავებასა და მე-18 მუხლთან დაკავშირებით. მოკლე დროში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკომუნიცირა სარჩელი და კითხვები გადმოუგზავნა საქართველოს ხელისუფლებას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. პარალელებია გავლებული ნიკა მელიას საქმესა და იულია ტიმოშენკოზე ნავალნის საქმეებთან მიმართებით. მოუწევს ხელისუფლებას პასუხი გასცეს, ხომ არ არის დარღვეული მე-18 მუხლი, რაც ნიშნავს, პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა და პატიმრობა გამოყენებულია სხვა მიზნით და ამ შემთხვევაში პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე”, – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

მისივე თქმით, მოლოდინი არის, რომ დაჩქარებული წესით მოხდება აღნიშნული საქმის განხილვა და საბოლოოდ დადგება დარღვევა.

 

იტვირთბა....