ახალი ამბები მთავარი სამხდრო

განგაშის ხმაზე მიაკითხეთ თავშესაფრებს – საქართველოს ელჩი ისარელში იქ მყოფებს აფრთხილებს

საქართველსო ელჩი ისრაელში ლაშა ჟვანია იქ მყოფ ქართველებს აფრთხილებს, რომ განგაშის ზარების ხმაზე თავშესაფრებს მიაკითხონ.

“ვითარება დაძაბულია. სხვა საომარი მოქმედებებისგან იმით განსხვავდება, რომ სხვადსხვა ქალაქში მოსახლეობას შორისაა დაპირსპირება. ჩვენი მოწმოდებაა, რომ ყველამ თავის შეიკავოს გარეთ გასვლისას. როცა განგაშის ზარი იქნება და ეს ყველა ქალაქშია დაინსტალირებული, მაქსიმალურად ფრთხილად, მშვიდად მიაკითხონ თავშესაფრებს, რომელიც არის ყოველ კორპუსის გვერდით. თითქმის, ყველამ, ვინც ისრაელშია, იცის საელჩოს ვებგვერდიც და ფეისბუქიც, ასევე, გავქვს ჯგუფები, საიდანაც ვატყობინებთ ინფორმაციას. მინდა, საქართველოში მყოფები დავამშვიდო. მიუხედავად იმისა, რომ საფრთხე რეალურია, არ არის სიტუაცია ისეთი მძიმე, რომ თქვენ ინერვიულოთ”, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

ისრაელსა და პალესტინაში არსებულ ტეროტრისტულ დაჯგუფება ჰამას შორის დძაბულობა ორშაბათს მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰამასმა ისრაელზე სარაკეტო შეტევა განახორციელა. სიტუაცია მას შემდეგ მწავვე და დაძაბულია, ორივე მხარეს ჰყავს გადარცვლილები და მძიმედ დაშავებულები. ამ დროის ინფორმაციით, ორ მხარეს შორის დაპირისპირება გრძელდება.

იტვირთბა....