aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კუჭავა ნამახვანჰესზე: თუ შეფასებები კითხვის ნიშანს აჩენს, დამატებითი კვლევები გაკეთდეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ნამახვანჰესზე საუბრისას განაცხადა, რომ თუ ჰესთან დაკავშირებით არსებული შეფასებები კითხვის ნიშანს ბადებს, დამატებითი კვლევები უნდა ჩატარდეს.

“ნამახვანჰესთან დაკავშირებით ნამდვილად მაკლია კომუნიკაცია, რომელიც არ არსებობდა, ან სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს და დღეს დაიწყოს და საბოლოოდ მოხდეს იმ საკითხების განხილვა, შეჯერება. მნიშვნელოვანია, მოსახლეობასთან დიალოგი. ნამახვანჰესი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დიდ როლს ითამაშებს საქართველოს ენრგოდამოუკიდებლობის მოპოვებაში. ის შეფასებები, რომელიც ჰესთან დაკავშირებით არსებობს, თუ კითხვის ნიშანს აჩენს, დამატებითი კვლევები გაკეთდეს და საბოლოოდ დაესვას წერტილი, თუ ვინმეს მხრიდან მცდელობაა, რომ ეს გამოიყენოს სხვა მიზნებისთვის”, – განაცახად კახა კუჭავამ.

პროტესტი ნამოხვანჰესის წინააღმდეგ

ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ, სოფელ ნამოხვანში 168 დღე კარვები იყო გაშლილი. ნამახვანი ჰესის პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობს მდინარე რიონზე. მისი ღირებულება 800 მილიონ აშშ დოლარზე მეტია, თუმცა ქვეყანაში აქედან 527 მლნ იხარჯება და აშენებს კომპანია ენკა რინიუებლზ. მისი წილების 90%-ზე მეტს თურქული კომპანია ენკა ფლობს, 10%-ს კი ნორვეგიული კომპანია.

პროტესტი

2021 წლის 3 აპრილს კომპანიაში ახალდანიშნული დირექტორი მერაბ ლომინაძე ხეობაში საპოლიციო ძალის ფონზე ჩავიდა და თქვა, რომ კომპანიას უნდა გაეგრძელებინა მოსამზადებელი სამუშაოები. სწორედ ამ განცხადების შემდგომ დაიწყეს გამოსვლები კარვებში მყოფმა პროტესტის მონაწილეებმა.

11 აპრილს პოლიციამ ნამოხვანში აქტივისტებს კარვები დაუშალეს, მიზეზად კი უსაფრთხოება მოიყვანეს. იქ მყოფები ამბობდნენ, რომ პოლიციამ კარვებში ალკოჰოლი შეიტანა. აქტივისტები ამას პროტესტის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ და ალკოტესტის ჩატარებას ითხოვენ, რათა დადასტურდეს, რომ სასმელს თავად არ მოიხმარდნენ. სწორედ კარვების აღების შემდეგ პოლიციამ ნამახვანისკენ გზა ჩაკეტა.

მეორე დღეს გუმათჰესთან, რომელიც სოფელი ნამოხვანიდან დაახლოებით 18 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, აქტივისტებს აღმართული დახვდათ საპოლიციო ბლოკპოსტი, რასაც მოსახლეობა ასევე პროტესტით შეხვდა. 14 აპრილს პოლიციამ უკვე რკინის ბარიკადები აღმართა გუმათჰესთან.

აღსანიშნავია ისიც, რომ კარვების აშლის შემდეგ დილას, 12 აპრილს, როდესაც აქციამ გუმათჰესთან გადაინაცვლა და ნამოხვანში დემონსტრანტები არ იყვნენ, საბანაკე ადგილი კომპანიის ტრაქტორებმა გადახნეს.

საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, თუ მათ არ ექნებოდათ პროტესტის მშვიდობიანად გაგრძელების შესაძლებლობა სოფელ ნამახვანში, პროცესი დადაქალაქში გადაინაცვლებდა.

23 მაისს კი სწორედ დედაქალაქშია მასშტაბური აქცია დაგეგმილი.

 

იტვირთბა....