პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პალიტრა ნიუსის ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ ნიკა მელიას ყველაფერზე მოუწევს პასუხისგება, რაც მასთან დაკავშირებით უთქვამს.
“მე ჩემი ანგარიშები მაქვს და აუცილებლად გავარკვევ. მოუწევს, ჩემთან დაკავშირებით რასაც ლაპარაკობდა, ყველა სიტყვაზე პასუხისგება ბატონ მელიას და მის გაბანძებულ პარტიას კიდე. ნაგვის ყუთი რომ ჩამოამხეს აჭარაში კაცს თავზე, ხო გახსოვთ. რატო შეხვედი უზენაეს საბჭოშიო…ჩვენ სამი თვე რომ გვლანძღავდნენ, გვწყევლიდნენ და გვკრულავდნენ, პარლამენტში რაზე შეხვედითო. თვითონ არ შემოდიან და იპარებიან ახლა ნელ-ნელა? ხო არიან ღირსები, დავხვდეთ, დავამხოთ ის ნაგვის ყუთები თავზე. საკუთარი წევრი გაიმეტეს, სალომე სამადაშვილი. რაებს უწერდნენ, რაებს ეუბნებოდნენ. მაგათ უნდოდათ ჩვენს მხრებზე შემოსვლა, ჩვენთვის თავზე დაებიჯებინათ და ისე შემოსულიყვნენ”, – განაცახად ალეკო ელისაშვილმა.
მისივე თქმით, ნაციონალურ მოძრაობაში არის რამდენიმე, რომელსაც არ უნდა პარლამენტში შესვლა, დანარჩენს, 99 პროცენტს კი შესვლა უნდა. ელისაშვილმა აღნიშნა, რომ აინტერესებს, როცა ენმ-ს წევრები პარლამენტში შევლენ, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებსა და საკუთარ ამომრჩეველს რას ეტყვიან.