ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კობახიძე: თამარ ჟვანიას უსამართლო შეურაცხყოფისთვის ბოდიში უნდა მოუხადონ

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადონ იმ შეურაცხყოფისთვის, რაც მას უსამართლოდ აკადრეს.

„მისი პრეროგატივაა, თავის პოზიციაზე რამდენი ხანი დარჩება. ვიდრე ვიღაცები საუბრობენ, თამარ ჟვანია დარჩეს თუ არა თავის პოზიციაზე, პირველ რიგში ჟვანიას უნდა მოუხადონ ბოდიში იმ შეურაცხყოფებისთვის, რომელიც მას სრულიად უსამართლოდ აკადრეს. გახსოვთ, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს, ჩვენ წარმოვადგინეთ მტკიცებულება მაგალითად პივიტის გაყალბებასთან დაკავშირებით და „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელს გადადგომა მოუწია. თამარ ჟვანიას ჯერ ბოდიში მოუხადონ და შემდეგ ისაუბრონ იმაზე, უნდა დარჩეს თუ არა თანამდებობაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

 

იტვირთბა....