საქართველოს საელჩო ისრაელში განცხადებას ავრცელებს და ლოდში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ თავი შეიკავონ საცხოვრებლიდან გასვლაზე.
“ქალაქ ლოდში მაცხოვრებელთა საყურადღებოდ არ გახვიდეთ საცხოვრებელი ადგილებიდან. თუ გასული ხართ ქალაქიდან – დროებით, თავი შეიკავეთ დაბრუნებიდან. ამ წუთებში არის შეტაკება პოლიციასა და მოსახლეობის ნაწილს შორის”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის, ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო 10 მაისიდან ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.