[su_quote]სად სცალიათ პაციენტებისთვის. ცერცვაძე ჩემზე პასკვილების წერითაა დაკავებული. კატასტროფაა ამდენი სიკვდილი ასეთ პატარა ქვეყანაში. ამაზე რომ დავწერე, იმხელა წერილი გამოაცხო ჩემი და ამერიკის ლანძღვით… საშინლად ვბრაზდები, ასე სულერთი როგორაა ამათთვის ადამიანის სიცოცხლე[/su_quote]
წერს სოციალურ ქსელში ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა. 10 მაისს კი კორონავირუსით ქვეყანაში 24 ადამიანი გარდაიცვალა.