ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის და განცხადებას ავრცელებს

მე და ჩემი ოჯახი მოსიარულე მკვდრები ვართ – წერს ლანა პაპიძე

ქმრისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის და – ლანა პაპიძე საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

ის საზოგადოებას მოუწოდებს, ნუ ავრცელებენ უარყოფით ინფორმაციას მის ოჯახზე და ამბობს, რომ მისი და – მაგდა პაპიძე იდეალური მეუღლე და დედა იყო.

„მე როგორც მაგდას და ვწერ ამ სიტყვებს, რომ განადგურებული  ვართ  ჩვენი ოჯახი და გვარი ამ ტრაგედიით. ყველას, ვინც ჩემი დის ბავშვობაზე უარყოფით ინფორმაციას ავრცელებს (მივმართავ ბაღელებს და კლასელებს ) მე და ჩემი და გაზრდილები ვართ იდეალურ ოჯახში, მამა დაგვეღუპა ტრაგიკულად და რასაც მამაზე ავრცელებთ, ყველას გთხოვთ თავი შეიკავოთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან. მამა, ამირამ (გალა)პაპიძე იყო თავგადაკლული მამა, დედა კი – ლია შამუგია იდეალუი დედაა. მე, როგორც მაგდას უფროსი და ვარ განადგურებული,  ხალხო. ჩემი და იყო იდეალური დედა და ცოლი. ვინც იცნობს ჩემს ოჯახს ყველამ იცოდა მაგდა როგორი კარგი დედა და მეუღლე იყო. ჩემი დის შვილი, ჩემი თოკო … ჩემი სიძე ომარი, გონებიდან არ ამომდის მათი თბილი დამოკიდებულება ბოლოს ერთად რომ ვნახე სამივე … მე და ჩემი გვარი, ოჯახი … ყველანი ვართ ცოცხალი მოსიარულე მკვდრები. გთხოვთ აქ ნუ დაწერთ კომენტარებს“- წერს ლანა პაპიძე.

იტვირთბა....