ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ელისაშვილი ბესელია-კობახიძის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს

საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მთავარი პროკურორის პირველ მოადგილეს გიორგი გოგაძეს ბრალის დაფარვაში ადანაშაულებს და გამოძიების დასრულებამდე მისი უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.

ელისაშვილი ასევე ითხოვს მანანა კობახიძეს ვიცე-სპიკერის უფლებამოსილება შეუჩერდეს, ეკა ბესელიას კი საპროკურორო საბჭოს წევრობა.

“სანამ ბოლომდე არ გაანადგურებენ მტკიცებულებებს ამის ლოდინს არ ვაპირებ და მივმართავ პარლამენტს, რომ შეიქმნას რეგლამენტის და კონსტიტუციის მიხედვით, დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელთანაც ვითანამშრომლებ. ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია მე მხოლოდ „თავისუფალ დემოკრატებთან“ მქონდა, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი, რომ ეს საკითხი დასვან.

ეკა ბესელიამ მე რაც არ უნდა დამწამოს, მე მას დავუმტკიცებ იმას, რასაც ვეუბნები. დღეს არ მოხერხდება ეს და ჩაფარცხავს ხელისუფლება, მაშინ მალე იქნება არჩევნები, შეიცვლება ხელისუფლება და შემდეგ იქნება,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

იტვირთბა....