ახალი ამბები მთავარი

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება. ამ შეთანხმებას ზურაბიშვილმა ხელი ჩრდილოეთ მაკედონიაში ვიზიტისას მოაწერა.

“ჩემი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი გახლავთ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების დაძვრა და გაღრმავება. ბატონ პრეზიდენტთან ერთად, ხელი მოვაწერე შეთანხმებას, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ათავისუფლებს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში შესვლისას ვიზის მიღების ვალდებულებისგან. ამ შეთანხმებით მნიშვნელოვნად შევუწყობთ ხელს ორი ქვეყნის მოქალაქეების ურთიერთმიმოსვლას და გავაძლიერებთ ტურიზმს, ვაჭრობასა და ეკონომიკას”, – განაცახად სალომე ზურაბიშვილმა.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეხვედრისას პრეზიდენტებმა ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცააა კიბერუსაფრთხოება, ყალბი ამბები და ხელოვნური ინტელექტი.

საქართველოს პრეზიდენტმა ვიზიტს ისტორიული უწოდა.

„დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ურთიერთობებში. მე ვარ საქართველოს პირველი პრეზიდენტი, პირველი ვიზიტით ამ ქვეყანაში და ეს ჩემთვის ძალიან საამაყო და საპატიოა. ჩვენი ქვეყნების დიპლომატიური ურთიერთობები მხოლოდ ორიოდ წელს ითვლის, მაგრამ ამ მცირე დროის განმავლობაში, დავრწმუნდით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისათვის ურთიერთობების გაღრმავება და განმტკიცება”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აფასებს ჩრდილოეთ მაკედონიის მზაობას საქართველოს გაუზიაროს ევროინტეგრაციის პროცესში მიღებული გამოცდილება.

 

იტვირთბა....