ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ანზორ მელია ქართულ ოცნებას: ნიკა გამოვა და ვაჟკაცობის მასტერკლასს ჩაგიტარებთ

ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ განაცხადა, რომ როცა ნიკა მელია ციხიდან გამოვა ქართული ოცნების დეპუტატებს ვაჟკაცობისა და კაცობის გაკვეთილებს ჩაუტარებს. ამის შესახებ ანზორ მელიამ TV პირველის ეთერში ისაუბრა.

“მიხარია, რომ ნიკა გამოდის თვაწეული, ღირსეულად. თქვენ აჩვენეთ ჩანაწერი რომელიღაც ქოცი დეპუტატის და მინდა მას პირველ რიგში მივმართო, ნიკა მალე გამოვა, ვაჟკაცობისა და კაცობის გაკვეთილებს ჩაგიტარებთ კიდევ ერთხელ. ვერ ხვდებიან, ნიკა როგორი ვაჟკაცია, როგორ უყვარს საქართველო და არ იყიდება არც ფულზე არ სავარძელზე. მეცინება, ქოცებს რა უნდათ პარლამენტში, სად გამოიჩეკნენ, რომელ ინკუბატორში”, – განაცხადა ანზორ მელიამ.

შგახსენებთ, ნიკა მელიას გირაოს თანხა ევროკავშირმა გადაიხადა. ამ წუთებში კი თბილისის საქალაქო სასამართლოში მელიას საქმეზე მსჯელობა დაიწყო. თავად ნიკა მელია პროცესს არ დაესწრება.

იტვირთბა....