გარდაცვლილი ყაზახი გოგოს, აისელ აიტპაევას დედამ განაცხადა, რომ აისელს თავი არ მოუკლავს და ვის მიერ გაუპატიურებაზეც არის საუბარი, ის მათი ნაცნობი იყო.
“დეტალებს ვერ მოგიყვებით, დღეს მძიმე დღე მაქვს, ცხედრის ამოსაცნობად უნდა წავიდე. დარწმუნებული ვარ, ის ფანჯრიდან გადმოაგდეს. ეს არ იყო თვითმკვლელობა, ამაში დარწმუნებული ვარ. ჩემს შვილს ბოლოს მე ვესაუბრე, ღამის პირველი საათი იქნებდოა, ვგრძნობდი, რომ შეშინებული იყო. ასევე, მომეჩენა, რომ გვერდზე ვიღაც ჰყავდა. საქართველოში სამუშაოდ ჩვენმა ნათესავმა, მურად მედვეკოვმა ჩამოიყვანა და მომხდარშიც მას ვადანაშაულებ. ვის მიერ გაუპატიურებაზეცაა ლაპარაკი, ჩვენი ნაცნობი იყო”, – აგნაცხადა აისულუ აიტპაევამ.
26 წლის აისელ აიტპაევა, ყაზახეთის მოქალაქე, საქართველოში მე-8 სართულის ფანჯრიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა, თუმცა, გარდაცვლილის დედას არ სჯერა, რომ ეს თვითმკვლელობა იყო.