ახალი ამბები ბიზნესი მთავარი

ნათია თურნავა: მოიჯარეებს მიწის გამოსყიდვა 25 პროცენტიანი ფასდაკლებით შეეძლებათ

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მოიჯარეებს საკუთარ სარგებლობაში არსებული მიწის 25 პროცენტიანი ფასდაკლებით გამოსყიდვა შეეძლებათ.

“იმისთვის, რომ გავზარდოთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა და მივცეთ მოიჯარეებს საშუალება, პირდაპირი წესით შეიძინონ ეს მიწები, შესაძლებელი იქნება მიწის გამოსყიდვა 25 პროცენტიანი ფასდაკლებით”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, 2 000-მდე ისეთი მოიჯარე არსებობს საქართველოში, რომელიც წლებია სამეურნეო მიწას იჯარით ამუშავებს.

იტვირთბა....