[su_quote]დიდი ალბათობით გათავისფულდება, რადგან ევროკავშირია ჩართული. სხვა გამოსავალი მთავრობას არ აქვს. თუ თავის მოჭრა უნდა ბოლომდე კიდევ მოიგონონ რამე ხრიკები. როგორც მშობელი შვილის გათავისფულებას სულმოუთქმენლად ველოდები. არ ვიცი, ვნახოთ… მადლობელი ვარ ელჩების, ევროკავშირის, ოპოზიციური პარტიების, რომ ეს ერთობლივად შეძლეს. მთავრობას მინდა ვუთხრა, რომ უფრო თავშეკავებული კომენტარები გააკეთონ. არ შეიძლება ხალხის დაძაბვა. ჩვენ ხომ ქართველები ვართ. ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. არ არის საჭირო ასე აგდებულად მოხსენიება. თვითონ ხომ კარგად იციან, რომ ნიკა ვაჟკაცია და ყველაფერი გააკეთა, ეს მთავრობა გააშიშვლა. როდის იყო, რომ ევროპა ან ამერიკა ასე დადგომოდა… ნუთუ არავინ კარგი მრჩეველი არ ჰყავთ? ხულუგნებს და ბანდიტებს გირაოს ევროპა არ უხდის. ევროპამ აღიარა, რომ საქართველს პოლიტპატიმრები ჰყავს[/su_quote]
აცხადებს ნიკა მელიას მამა ანზორ მელია პრაიმტაიმთან საუბრისას. ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაო გადაიხადა. ენმ-ის თავმჯდომარის სასამართლო პროცესი დღეს 16:00 საათზე გაიმართება და სავარაუდოდ, მელიას გაათავისუფლებენ.