ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ში საწვავის მილსადენზე კიბერთავდასხმის გამო გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა

აშშ-ს ერთ-ერთი მთავარი საწვავის მილსადენის Colonial Pipeline-მა წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ კიბერთავდასხმის გამო 5 500 მილსადენისთვის სისტემები შეაჩერა და მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაცია ამის შესახებ BBC-მ გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, Colonial Pipeline ბენზინსა და რეაქტიულ საწვავს ტეხასიდან ნიუ იორკის აღმოსავლეთ ნაწილს აწვდის და აღმოსავლეთ სანაპიროს სწავავსი 45 პროცენტს შეადგენს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული კიბერთავდასხმა კიბერშეტევების მიმართ ენერგეტიკული უსაფრთხოების მოწყვლადობის მაჩვენებელია.

გამოცემის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობა საწვავის ტრანსპორტირების წესებს შდარებით აიოლებს. ეს კი ნიშნავს, რომ 18 შტატის მძღოლებს ბენზინის, დიზელის, რეაქტიული საწვავის ან სხვა დახვეწილი ნავთობპროდუქტების გადატანისას შეუძლიათ, უფრო მოსახერხებელი გრაფიკით ან ჩვეულებრივ დროზე მეტი ხნით იმუშაონ.

BBC-ის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ორშაბათს საწვავის ფასი 2-3 პროცენტით მოიმატებს.

 

 

იტვირთბა....