ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიგიაძე დავითგარეჯზე: ეს ე.წ. საგამოძიებო ფილმი ეთერიდან და სოციალური სივრციდან უნდა ამოიღონ

საქართველოს ყოფილი ელჩი დანიის სამეფოსა და ისლანდიაში, გიგი გიგიაძე მიიჩნევს, რომ დავითგარეჯზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული ფილმი ეთერიდან უნდა მოიხსნას.

“შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ამ ე. წ. საგამოძიებო ფილმის ეთერიდან და ასევე სოციალური სივრციდან ამოღება”, – დაწერა გიგიაძემ საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

აღნიშნულ ფილმს გამოეხმაურნენ საზოგადოებრივი მაუწყუბლის ჟურნალისტები, ნინო ზაუტაშვილი და ირაკლი აბსანაძე. ირაკლი აბსანაძემ ბოდიში მოუხადა ივერი მელაშვილსა და მაყურებელს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დაახლოებოთ, ორი კვირის წინ გავიდა ფილმი გარეჯის მთის სიმართლე, რომელმაც აბსანაძის შეფასებით, ივერი მელაშვილის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის გაძლიერებას შეუწყო ხელი.

იტვირთბა....