შეწყალების სკანდალური საქმე გრძელდება. ალეკო ელისაშვილმა რამდენიმე წუთის წინ სკანდალური განცხადება გააკეთა.
“მე არ ვაპირებ ჩვენების გასაჯაროებას. ეკა ბესელიას და მანანა კობახიძეს არაჯანსაღი, დაჟინებული და კატეგორიული ინტერესი ჰქონდათ მხოლოდ და მხოლოდ
კოკაინის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით. მათ არ აინტერესებდათ სხვა მსჯავრდებულები. მირეკავდნენ, მესიჯებს მიგზავნიდნენ. იყო ინფორმაცია, რომ ამ არაჯანსაღი და დაჟინებული ინტერესების მიმართ სხვა ანგარება და დაინტერესებაც იყო,” – ამბობს ელისაშვილი.
რაც შეეხება იმას, თუ საიდან იცის ბესელია-კობახიძის ამ საქმეში ფულადი დაინტერესების შესახებ, ამბობს, რომ ეს ინფორმაცია მას წყარომ მიაწოდა და მისი ვინაობის დასახელებას არ აპირებს.
“მე ვარ დარწმუნებული, რომ მასზე ზეწოლა მოხდება. ჩემი წყარო ახლა სხვა თანამდებობას იკავებს, მაშინ სხვა თანამდებობა ეკავა. მე ინფორმაციის წყაროს არ დავასახელებ. პარლამენტში უნდა შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია,” – აცხადებს ელისაშვილი.