ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სამხარაძე მელიაზე: 2012 წელს ციხის რომ შეგვშინებოდა, შუაზე კი ვერ გაგხევდით

ქართული ოცნების დეპუტატი, დიმიტრი სამხარაძე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს კიდევ ერთხელ ეხმაურება და სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

“ბევრი მცდელობის მიუხედავად, ოპოზიცია ვერ ახერხებს, გაამართლოს უპრინციპო და მშიშარა მელიას გადაწყვეტილება. სად პოლიტიკური პატიმარი და სად ევროკავშირი. თავად მელია ამბობდა, რომ ევროკავშირის გირაოს მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებ, თუ ამინისტიის კანონზე მუშაობა შეწყდებაო?! მაშინ კოსმონავტი იყო და არა პოლიტიკური პატიმარი? ამინისტიის კანონპროექტზე შეწყდა მუშაობა? სირცხვილია.

2012 წლის არჩევნებზე, ციხის რომ შეგვშინებოდა, შუაზე კი ვერ გაგხევდით (მითუმეტეს, ყველას ახსოვს მაშინდელი ციხის პირობები და დღევანდელიც ძალიან კარგად იციან).

მომიკითხეთ ნიკანორ შედიგამოდი მელია. უშიშარი ოპოლიდერი”, – წერს დიმიტრი სამხარაძე.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც,  გირაოს თანხა 40 000 ლარი ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის გამოყო. მათივე ინფორმაციით, ეს თანხა უკვე გადახდილია, რომელიც საიამ ხელისუფლებას გადასცა.

ცნობისათვის,  ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის საკითხი დღის წესრიგში შარლ მიშელის 19 აპრილის დოკუმენტის შემდეგ დადგა, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა მოაწერა. დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, ასევე მოიაზრება გირაოს გადახდაც.

შეგახსენებთ, პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. ის მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც გირაოს გაზრდილი თანხის გადახდაზე უარი თქვა.

 

იტვირთბა....