ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შეიქმნა პეტიცია სახელწოდებით – წმინდა სინოდის წევრებმა იწამონ ღმერთი!

შეიქმნა პეტიცია სახელწოდებით “წმინდა სინოდის წევრებმა იწამონ ღმერთი!”

მეტრონომი პეტიციის შინაარსს უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს მართლმადიდებლურ სამოციქულო ეკლესიაში მანკიერებების გამოვლენამ, ბოლო დროს ზედაპირზე გამოტანილმა აღვირხსნილობამ, მღვდელმსახურთა გათავხედებამ და მაღალი იერარქიის სასულიერო პირთა გასვლამ სჯულის კანონთა მიღმა დააყენა გადაუდებელი აუცილებობა ეკლესიის მმართველი ორგანოს, წმინდა სინოდის წევრებმა იწამონ ღმერთი”, – წერია პეტიციაში.

ცნობისათვის, 8 მაისს მთავარი არხის ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძეს ვანი-ბაღდათის ეპარქიის მღვდელმთავარმა ანტონ ბულუხიამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მას ეპარქიის ტერიტორიაზე გადაადგილება აუკრძალა.

 

იტვირთბა....