aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიასთვის გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა

aviabiletebi
ავიაბილეთები

გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს ნაციონალური მოძღაობის თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართა. საგამოძიებო უწყება აღკვეთის ღონისძიებად გირაოს ითხოვს. როგორც საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შესაძლებელია პროცესი დღესვე გაიმართოს, თუმცა ეს უკვე სასამართლოზეა დამოკიდებული.

„შუამდგომლობა ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ შეტანილია სასამართლოში. სასამართლოზეა დამოკიდებული, რა ვადაში მოხდება მისი განხილვა. ჩვენი დეკლარირებული პოზიცია იყო, რომ პატიმრობა არ წარმოადგენდა ჩვენს თვითმიზანს. ეს შუამდგომლობა შეტანილია, ჩვენ ჩვენი პირობა შევასრულეთ. დაველოდებით სასამართლოს. ეს შუამდგომლობა მაქსიმალურად გონივრულ ვადაში უნდა იყოს განხილული, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს სასამართლოზეა დამოკიდებული”, – თქვა სადრაძემ

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც,  გირაოს თანხა 40 000 ლარი ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის გამოყო. მათივე ინფორმაციით, ეს თანხა უკვე გადახდილია, რომელიც საიამ ხელისუფლებას გადასცა.

ცნობისათვის,  ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის საკითხი დღის წესრიგში შარლ მიშელის 19 აპრილის დოკუმენტის შემდეგ დადგა, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა მოაწერა. დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, ასევე მოიაზრება გირაოს გადახდაც.

შეგახსენებთ, პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. ის მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც გირაოს გაზრდილი თანხის გადახდაზე უარი თქვა.

.

იტვირთბა....