ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნათელაშვილი: მელიასთვის გირაოს გადახდა ევროკავშირის დაჩმორებას ნიშნავს, რაც არის სირცხვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ევროკავშირის მიერ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიასთავის გირაოს გადახდის საკითხს გამოეხმაურა. როგორც ნათელაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ფაქტი ევროპის კავშირის უსუსრობას ნიშნავს.

„ევროკავშირის გირაო ნიშნავს, რომ ევროპის კავშირმა გამოიჩინა უსუსურობა, ვერ გაბედა რუსი კრიმინალი ოლიგარქი ივანიშვილის ანგარიშებიდან, თუნდაც ერთი ევროს დაყადაღება, რომ ამით ის ეიძულებინა პოლიტიკური პატიმრები გამოეშვა, ახალი არჩევნები დაენიშნა. შესაბამისად, ეს არის ევროკავშირის დაჩმორება, რაც არის სირცხვილი და ძალიან სამწუხაროა“, – აღნიშნა ნათელაშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც,  გირაოს თანხა 40 000 ლარი ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის გამოყო. მათივე ინფორმაციით, ეს თანხა უკვე გადახდილია, რომელიც საიამ ხელისუფლებას გადასცა.

ცნობისათვის,  ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის საკითხი დღის წესრიგში შარლ მიშელის 19 აპრილის დოკუმენტის შემდეგ დადგა, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა მოაწერა. დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, ასევე მოიაზრება გირაოს გადახდაც.

შეგახსენებთ, პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. ის მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც გირაოს გაზრდილი თანხის გადახდაზე უარი თქვა.

პარლამენტში კანონპროექტის 2 ვარიანტი დარეგისტრირდა, – ხელისუფლების და ოპოზიციის.

 

იტვირთბა....