aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ცნობილია, სად ჩამოვარდა უკონტროლო ჩინური რაკეტის ნამსხვრევები

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩინეთის რაკეტა Long March 5B-ის ნარჩენები, დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლის შემდეგ, ინდოეთის ოკეანეში ჩაცვივდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სახელმწიფო მედია იუწყება, რაკეტის ნარჩენები ოკეანეში,  პეკინის დროით, 10:24 საათზე მალდივის კუნძულების დასავლეთით ჩაცვივდა.

21-ტონიანი რაკეტა ჩინეთმა 28 აპრილს გაუშვა და ამით საკუთარი კოსმოსური სადგურის მშენებლობა დაიწყო. რაკეტა კოსმოსში  29 000 კმ/სთ-ში სიჩქარით გადაადგილდებოდა.

არსებობდა ვარაუდი, რომ მისი ნაწილები იტალიის 9 რეგიონიდან ერთ-ერთში ჩავარდებოდა.

რაკეტის გადაადგილების ტრაექტორიას პენტაგონი და NASA აკვირდებოდა.

იტვირთბა....