“ვეროკავშირის საქართველოში წარმომადგენლობის განცხადების თანახმად, გადახდილი არის ნიკა მელიას გირაო, რომელიც გამოყო ევროპულმა ფორდმა დემოკრატიისთვის, ხოლო, ჩვენ ბიუჯეტში გადავრიცხეთ ეს თანხა. ხელისუფლებას გადავეცით ეს თანხა იმისათვის, რომ გირაოთი შეცვლილიყო პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით”, – ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის თხოვნა იყო, ნიკა მელიას გირაოს თანხა სწორედ საიას დახმარებით ჩარიცხულიყო.
“მსურს განმარტება გავაკეთო, რომ ეს თანხა ევროპული ფონდიდან დემოკრატიისთვის, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის დაფუძნებულ ორგანიზაციას და ჩვენ დავეხმარეთ მედიატორს იმაში, რომ ეს თანხა მისულიყო ბიუჯეტამდე. ეს, რა თქმა უნდა, საიას თანხა არ იყო, ეს იყო ევროკავშირის თხოვნა, რომ თანხა ჩვენი და ისეთი ორგანიზაციების გავლით მისულიყო ბიუჯეტში, რომელთა დამოუკიდებლობასთან მიმართებითაც არ არსებობს კითხვის ნიშნები”, – აღნიშნა ნიკა სიმონიშვილმა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გირაოს თანხა 40 000 ლარი ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის გამოყო. მათივე ინფორმაციით, ეს თანხა უკვე გადახდილია, რომელიც საიამ ხელისუფლებას გადასცა.
ცნობისათვის, ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის საკითხი დღის წესრიგში შარლ მიშელის 19 აპრილის დოკუმენტის შემდეგ დადგა, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა მოაწერა. დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, ასევე მოიაზრება გირაოს გადახდაც.
შეგახსენებთ, პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. ის მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც გირაოს გაზრდილი თანხის გადახდაზე უარი თქვა.
პარლამენტში კანონპროექტის 2 ვარიანტი დარეგისტრირდა, – ხელისუფლების და ოპოზიციის.