ახალი ამბები მთავარი სამართალი

ლაგოდეხში დაკარგული 85 წლის ქალი, გარდაცვლილი იპოვეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაში დაკარგული ქალი  გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნული ფაქტი მეტრონომს შინაგან საქმეთა სამინისტროშ დაუდასტურეს.

უწყების ცნობითვე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

85 წლის თალიკო მექოშვილს, ახლობლები და ოჯახის წევრები, ათი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ქალი სახლიდან  27 აპრილს გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.

იტვირთბა....