ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

უკონტროლოდ მოძრავი ჩინური რაკეტა დედამიწაზე, სავარაუდოდ, დღეს ჩამოვარდება

დღეს, 8 მაისს შესაძლოა კოსმოსში უკონტროლოდ მოძრავი ჩინური რაკეტა დედამიწაზე ჩამოვარდეს. რაკეტის ჩამოვარდნის სავარაუდო ადგილი წყნარი ოკეანის ნეიტრალური წყლებია.

როგორც ირკვევა, მანამდე 22-ტონიანი რაკეტის დიდი ნაწილი ატმოსფეროში შემოსვლისას უნდა დაიწვას.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჩინური რაკეტის ჩამოვარდნა დიდი ალბათობით რაიმე ზიანს არ გამოიწვევს.

უკვე რამდენიმე დღეა 30 მეტრის სიგრძის Long March 5B კოსმოსში 29 ათასი კმ/სთ სიჩქარით უკონტროლოდ გადაადგილდება.

ამ ფაქტის გამო ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს.

 

იტვირთბა....