კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე კუს ქანდაკების განთავსებაზე მერია 24 ათასამდე ლარს დახარჯავს. ამ მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნესპრესნიუსი ავრცლებს.
კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე – კუს არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის (ქანდაკება) განთავსების სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, წინადადებების მიღება 23 მაისს დაიწყება და 28 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 23 992 ლარია.
სატენდერო პირობების თანახმად, მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს კუს ქანდაკების ტრანსპორტირება და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში კვარცხლბეკზე მონტაჟი. სამუშაოების მიწოდების ვადად კი, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 70 კალენდარული დღე (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით) არის განსაზღვრული.