ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჭყონდიდის ეპარქია მასმედიის წარმომადგენლებთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ჭყონდიდის ეპარქია მასმედიის წარმომადგენლებთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც მეტრონომი უცვლელად გთავაზობთ:

“საინფორმაციო საშუალებათა საყურადღებოდ!

როგორც თქვენთვის ცნობილია, 2021 წლის 10 მაისს ჭყონდიდის სამღვდელმთავრო რეზიდენციაში (მარტვილი, მარტვილის ქ. N28) 14:00 საათზე გაიმართება პრესკონფერენცია.

გთხოვთ, 2021 წლის 10 მაისის 10:00 საათამდე გვაცნობოთ თქვენ მიერ წარმოგზავნილი ჟურნალისტების სახელები და გვარები, აგრეთვე, ინფორმაცია, რომელ საინფორმაციო საშუალებას წარმოადგენენ ისინი.

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ განაცხადები ელექტრონულ მისამართზე chkondidi.info@gmail.com”, – ნათქვამია ჭყონდიდის ეპარქიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

იტვირთბა....