aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ირინა ენუქიძე უნდა გვახსოვდეს” – ხიდაშელი მოსამართლე მურუსიძეზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“დღევანდელი დღე და ირინა ენუქიძე უნდა გვახსოვდეს, როდესაც ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს ვიღებთ” – ასე ეხმაურება ლევან მურუსიძის მოსამართლის კანდიდატად განხილვას საქართველოს თავდაცვის მინისტი თინათინ ხიდაშელი.

“მე ვარ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი. როგორ გულითაც არ უნდა მინდოდეს ამ თემაზე კომენტარის გაკეთება, ვერ გავაკეთებ. ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც მე ვიტყვი, იქნება ბევრი სპეკულაციის საგანი, რომ ვერევი სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში. ჩვენ როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, სულ პირველი საჯარო განცხადება, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაკეთდა, იყო სწორედ ირინა ენუქიძის განსაკუთრებული როლის აღნიშვნა და ამის დაფასება. ეს სჭირდება მის ოჯახს, სჭირდება საქართველოს, რომ ამბავი, რომელმაც ქვეყანა გამოიყვანა უმძიმესი მდგომარეობიდან, არ უნდა დარჩეს შეუმჩნეველი. ამიტომ არის დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი. თუკი შესაძლოა ვისაუბროთ იმაზე, რომ არსებობს დედა, რომელმაც გაადარჩინა ძალიან ბევრი სხვა დედის შვილები, ალბათ ირინა ენუქიძე და ია მეტრეველი არიან ასეთი დედები. პრეზიდენტს მადლობა მინდა ვუთხრა ირინა ენუქიძის წვლილის დაფასებისთვის, მის მიერ დაწყებული საქმის დაფასებისთვის. საქართველოს სჭირდება მუდამ ამის გახსენება, რომ აღარასოდეს დაგვემართოს განუკითხაობა, აღვირახსნილობა სახელმწიფო თანამდებობის პირების მხრიდან, რასაც შეეწირა სანდრო გირგვლიანი, ირინა ენუქიძე და ძალიან ბევრი ახალგაზრდა მაშინდელ საქართველოში” – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს ლევან მურუსიძეს, (გირგვლიანის საქმის მოსამართლე) რომელიც უზენაესი სასამართლოს ჯერ კიდევ მოქმედი მოსამართლეა, უზენაეს სასამართლოში უფლებამოსილების ვადა ეწურება. ის საქმიანობის გაგრძელებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავს.

 

იტვირთბა....