ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ღოღობერიძე: სინოფარმს საზოგადოება უფრო ენდობა, რადგან ეს არის ტრადიციული გზებით შექმნილი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ჩინური ვაქცინა სინოფარმი საგანგებო გამოყენებისთვის დაუშვა. კლინიკური ონკოლოგი, რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე ამ ვაქცინასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სინოფარმს საზოგადოება უფრო ენდობა.

“რამდენ ხანს გრძელდება მისი [სინოფარმის] ეფექტურობა, რამდენ ხანს ნარჩუნდება ანტისხეულები ორგანიზმში, ჩვენთვის ეს გახდება ცნობილი უფრო მოგვიანებით, თუმცა, დაკვირვება აჩვენებს, რომ საზოგადოება ამ ვაქინაც უფრო ენდობა, რადგან ეს არის ტრადიციული გზებით შექმნილი”, – განაცხადა რუსთავი 2-თან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მხრიდან ჩინურმა ვაქცინამ, სინოფარმმა ავტორიზაცია 7 მაისს მიიღო. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

 

 

იტვირთბა....