ფორმულას ინფორმაციით, ევროკავშირმა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას გირაო, სავარაუდოდ, გადაიხადა.
იმ შემთხვევაში თუკი გირაოს ჩარიცხვის ფაქტი დადასტურდა, პროცედურულად პროკურატურამ უნდა მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომელიც სხდომას ჩანიშნავს და მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს განიხილავს, რის შემდეგაც ნიკა მელია რუსთავის ციხეს დატოვებს.
ცნობისათვის, ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის საკითხი დღის წესრიგში შარლ მიშელის 19 აპრილის დოკუმენტის შემდეგ დადგა, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა მოაწერა. დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, ასევე მოიაზრება გირაოს გადახდაც.
შეგახსენებთ, პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. ის მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც გირაოს გაზრდილი თანხის გადახდაზე უარი თქვა.
პარლამენტში კანონპროექტის 2 ვარიანტი დარეგისტრირდა, – ხელისუფლების და ოპოზიციის.