ახალი ამბები ციტატა

ხუხაშვილი: პრეზიდენტმა მოიხსნა მორალური ვალდებულება, რაც ივანიშვილის მიმართ ჰქონდა

[su_quote] მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური პროცესისგან დისტანცირება მოახდინა, ყოველ შემთხვევაში რეალურად არ ჩანს და როგორც ჩანს, კონტაქტზე არ გადის, მოიხსნა მორალური ვალდებულება, რაც მას ჰქონდა პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ, საკუთარ თავს არ განიხილავს „ქართული ოცნების“ დაქვემდებარებულად და დაიწყო აქტიური მოქმედებები. ანუ როგორც იქნა, დაიწყო საკუთარი კონსტიტუციური ფუნქციის შესრულება, რაც მისასალმებელია. ის უკვე არა პარტიული ხაზით ხელმძღვანელობს, არამედ ცდილობს, სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები მიიღოს [/su_quote]

ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საკითხს, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს შესაძლოა ვეტო დაადოს. 

იტვირთბა....