ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 34 წლამდე ორსული გარდაიცვალა. როგორც ინტერპრესნიუსი წერს, 7 თვის ფეხმძიმე კლინიკაში დაახლოებით 2 კვირის წინ, მაღალი სიცხით შეიყვანეს. მედიკოსებმა ახალგაზრდა ქალი ხელოვნურად ამშობიარეს, თუმცა ჩვილმა მხოლოდ რამდენიმე დღე იცოცხლა.
სააგენტოს ინფორმაციით, 34 წლის ქალს კორონავირუსი აპრილის შუა რიცხვებში დაუდასტურდა.