ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ს სკოლაში 12 წლის გოგომ 2 მოსწავლე და 1 მასწავლებელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა

აშშ-ში, აიდაჰოს შტატში მე-6 კლასელმა გოგომ ორი მოსწავლე და ერთი თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ინფორმაცია ამის შესახებ გამოცემა  BBC-მ გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, ერთ-ერთმა მასწავლებელმა შეძლო გოგონას განიარაღება და პოლიციის მოსვლამდე მისი გაკავება.

“გოგონა ამ სკოლაში არ სწავლობს. ზურგჩანთით შეიტანა ირაღაი და დაიწყო სროლა შენობის შიგნით და გარეთ”, – განაცხადა პოლიციელმა.

ასევე, გამოცემის ინფორმაციით დაჭრილევის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა, ერთ-ერთ მათგანს ოპერაცია სჭირდება.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ამ თავდასხმის მოტივი.

იტვირთბა....